Ford–ი ევროპაში თანამშრომელთა შტატს 4 ათასით შეამცირებს

ამერიკული ავტომწარმოებელი Ford Motor 2027 წლის ბოლომდე ევროპაში დაახლოებით 4 ათასი თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს, რაც რეგიონში კომპანიის შტატს 14%-ით შეამცირებს.
როგორც Ford-ის პრესრელიზშია ნათქვამი, დაგეგმილი ღონისძიებები გავლენას მოახდენს დაახლოებით 2,9 ათას სამუშაო ადგილზე გერმანიაში, 800–ზე დიდ ბრიტანეთში და 300–ზე სხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, კომპანია აპირებს კიოლნის ქარხანაში Explorer-ისა და Capri-ის ბრენდების ელექტრომობილების წარმოების შემცირებას.
„ცხადია, ეს რთული დღეა Ford-ისთვის ევროპაში“, – თქვა პიტერ გუდსელმა, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც პასუხისმგებელია პერსონალთან მუშაობაზე – „მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს აუცილებელია არსებული სიტუაციიდან გამომდინარე“.
კომპანია ევროპაში თავის მთავარ პრობლემებად ელექტრომობილების ბაზრის მოსალოდნელზე ნელა განვითარებას და ჩინურ ბრენდებთან მძაფრ კონკურენციას მიიჩნევს. შედეგად, ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, Ford-ის წილი ევროპის ავტომობილების ბაზარზე იანვარ-სექტემბერში 3,3%-მდე დაეცა 4,1%-დან წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…