Forbes Ukraine: 13 იანვრის ღამის თავდასხმა უკრაინაზე, რუსეთს დაახლოებით $239 მილიონი დაუჯდა

13 იანვარს ზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმა რუსეთს დაახლოებით 239 მილიონი დოლარი დაუჯდა. აღნიშნულ მონაცემებს უკრაინული მედია, გამოცემა Forbes Ukraine- ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნულ მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 13 იანვარს რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 40 რაკეტა გამოიყენეს.
“Shahed-136/131 თითო ერთეული 20,000 დოლარიდან 50,000 დოლარამდე ღირს. ანუ მინიმუმ 3 ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი 60 ათასი დოლარი ღირს. Kh-59 მართვადი საჰაერო ბომბი 0,5 მილიონი დოლარი ღირს, ამიტომ 4 ასეთი რაკეტა 2 მილიონი დოლარი ღირს. Kh-31P მართვადი საჰაერო ბომბის ფასი, Forbes-ის მიხედვით, 0,5 მილიონი დოლარია, ამიტომ გაშვებული რაკეტების ჯამური ღირებულება 1 მილიონი დოლარია. Kh-22 რაკეტის ღირებულება 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ანუ გაშვებული რაკეტების ჯამური თანხა 6 მილიონი დოლარია. S-300 საზენიტო მართვადი რაკეტის ფასი მინიმუმ 2 მილიონი დოლარია, ამიტომ ამ ტიპის გამოშვებული რაკეტების ჯამური ღირებულება 14 მილიონი დოლარია. Kh-47M2 „Kinzhal“ რაკეტის ფასი 10 მილიონი დოლარია, გამოშვებული რაკეტების ჯამური რაოდენობა 60 მილიონი დოლარია. Kh-101 რაკეტა ერთეულზე 13 მილიონი დოლარი ღირს, ამ ტიპის გამოშვებული რაკეტების ჯამური რაოდენობა 156 მილიონი დოლარია” – წერს გამოცემა
· “Shahed-136/131 თითო ერთეული 20,000 დოლარიდან 50,000 დოლარამდე ღირს. ანუ მინიმუმ 3 ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი 60 ათასი დოლარი ღირს.
· Kh-59 მართვადი საჰაერო ბომბი 0,5 მილიონი დოლარი ღირს, ამიტომ 4 ასეთი რაკეტა 2 მილიონი დოლარი ღირს.
· Kh-31P მართვადი საჰაერო ბომბის ფასი, Forbes-ის მიხედვით, 0,5 მილიონი დოლარია, ამიტომ გაშვებული რაკეტების ჯამური ღირებულება 1 მილიონი დოლარია.
· Kh-22 რაკეტის ღირებულება 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ანუ გაშვებული რაკეტების ჯამური თანხა 6 მილიონი დოლარია.
· S-300 საზენიტო მართვადი რაკეტის ფასი მინიმუმ 2 მილიონი დოლარია, ამიტომ ამ ტიპის გამოშვებული რაკეტების ჯამური ღირებულება 14 მილიონი დოლარია.
· Kh-47M2 „Kinzhal“ რაკეტის ფასი 10 მილიონი დოლარია, გამოშვებული რაკეტების ჯამური რაოდენობა 60 მილიონი დოლარია.
· Kh-101 რაკეტა ერთეულზე 13 მილიონი დოლარი ღირს, ამ ტიპის გამოშვებული რაკეტების ჯამური რაოდენობა 156 მილიონი დოლარია” – წერს გამოცემა
მედიის ცნობით საერთო ჯამში , უკრაინის მიმართულებით 13 იანვარს გაშვებული რაკეტების ჯამური რაოდენობა 239,06 მილიონი დოლარია.