Forbes Ukraine: უკრაინამ პეტრო პოროშენკოს სანქციები დაუწესა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ყოფილი პრეზიდენტის და უმაღლესი რადის დეპუტატის, ს წინააღმდეგ სანქციები დააწესა, იუწყება Forbes Ukraine ორ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ერთ-ერთი წყარო ვარაუდობს, რომ შესაძლოა ის ღალატში დაადანაშაულეს.
პრეზიდენტმა მ საღამოს გამოსვლაში განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება 13 თებერვალს გამოქვეყნდება. „ყველამ, ვინც ანადგურებდა უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას და ეხმარებოდა რუსეთს – ყველამ უნდა აგოს პასუხი. მილიარდები, რომლებიც გამოიმუშავეს არსებითად უკრაინის, უკრაინის ინტერესების, უკრაინის უსაფრთხოების გაყიდვით, უნდა დაიბლოკოს და უნდა გამოყენებულ იქნეს უკრაინისა და უკრაინელების დასაცავად“, მოჰყავს მისი სიტყვები რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.
პოროშენკომ მის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას „ანტიკონსტიტუციური, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება“ უწოდა. მან განაცხადა, რომ ზელენსკი პასუხისმგებელი იქნება ამგვარი გადაწყვეტილების ნებისმიერი უარყოფითი შედეგებისთვის.
„ამ დღეებში დავბრუნდი საზღვარგარეთ მივლინებიდან, თუმცა ყველამ გამაფრთხილა, რომ მთავრობა შეიშალა სანქციებზე და ახალ ეჭვებზე და რომ უკეთესი იქნებოდა, საზღვარგარეთ დავრჩენილიყავი. ეს ძალიან ცუდი დეჟავუა: როდესაც დიდ შემოსევამდე ორი კვირით ადრე მთავრობა პოროშენკოთი იყო დაკავებული. დიდი ომის სამი წლის შემდეგაც, როცა თითქოს უნდა დაჭკვიანებულიყვნენ, – იგივეა“, დაწერა მან.
2023 წლის დეკემბერში პეტრო პოროშენკომ გამოაცხადა, რომ მას არ აძლევდნენ ქვეყნიდან საზღვარგარეთ მივლინებით წასვლის უფლებას. უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ პოროშენკო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრას გეგმავდა და აპირებდა ამ შეხვედრის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ.
ფორუმი