Forbes 400: ვინ არიან ამერიკის უმდიდრესი ადამიანები?

ამერიკულმა Forbes-მა -ის უმდიდრესი ადამიანების 2025 წლის სია – Forbes 400 გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, ტარიფებმა, ინფლაციამა თუ დასაქმების ზრდის შენელებამ ამერიკელი მილიარდერების ქონებაზე გავლენა ვერ მოახდინა და ისინი არასდროს ყოფილან ასეთი მდიდრები, როგორც ახლა.
აშშ-ის 400 უმდიდრესი ადამიანის ქონება რეკორდულ 6.6 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საფონდო ბირჟების ზრდისა და ს ბუმის ფონზე, მათი სიმდიდრე 1.2 ტრილიონი დოლარით გაიზარდა.
ათი წლის წინ, Forbes 400-ში მოსახვედრად მინიმუმ 1.7 მილიარდი დოლარი იყო საჭირო და 3.8 მილიარდი დოლარის ქონებით რეიტინგის ზედა ნახევარში თავისუფლად აღმოჩნდებოდით – ახლა ეს თანხა სიაში მოსახვედრად მინიმალური მოთხოვნაა. მიუხედავად ამისა, 14 ახალწვეული, მათ შორის ოთხის ქონება 10 მილიარდი დოლარი ან მეტია, ამერიკის ყველაზე ელიტურ კლუბში მოხვდა.
აშშ-ის უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკია, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსსაც ფლობს. მისი ქონება 428 მილიარდს აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის Forbes 400-ში მასკის ქონება $244 მილიარდს უტოლდებოდა. ილონ მასკი შვიდი კომპანიის თანადამფუძნებელია, მათ შორისაა ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla, რაკეტების მწარმოებელი SpaceX და ხელოვნური ინტელექტის xAI.
სიაში მეორე ადგილს Oracle-ის დაფუძნებელი ლარი ელისონი იკავებს, რომლის ქონება $276 მილიარდს შეადგენს. როგორც ხედავთ, ის მასკს $152 მილიარდით ჩამორჩება. გასული წლის Forbes 400-ში ელისონი $175 მილიარდით იყო წარმოდგენილი.
2025 წლის Forbes 400-ში მესამე პოზიციას კი Meta-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი იკავებს, რომელიც $253 მილიარდად შეფასებულ ქონებას ფლობს. 2024 წლის სიაში ცუკერბერგი $181-მილიარდიანი ქონებით მოხვდა.
ჩამონათვალში მოხვდა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, ც, რომელიც სიაში 201-ე ადგილს იკავებს. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება $7.3 მილიარდს შეადგენს. ცნობისთვის, 2024 წლის Forbes 400-ში ტრამპი $4.3 მილიარდს ფლობდა.
ვრცლად forbes.ge – ზე