გამოცემა Forbes-მა ყველაზე გავლენიანი ქალების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. სიის სათავეში ევროკომიის მე-13 პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოხვდა.
მეორე ადგილზე კრისტინ ლაგარდია, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის მოქმედი პრეზიდენტია.
მესამე ადგილზე გამოცემის სიაში აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი იკავებს.
Forbes ტრადიციულ ჩამონათვალში შოუ-ბიზნესის სფეროდან ყველაზე მაღალ პოზიციას, მე-5 ადგილს იკავებს ტეილორ სვიფტი. 36-ე ადგილზეა პოპ დივა ბიონსე.
2023 წლის Forbes ყველაზე გავლენიანი ქალების სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. ურსულა ფონ დერ ლეიენი, 65 წლის, ფიზიკოსი და პოლიტიკოსი. ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტი. გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი;
2. კრისტინ ლაგარდი, 67 წლის, ფრანგი ბანკირი და პოლიტიკოსი. ევროპის ცენტრალური ბანკის პირველი ქალი პრეზიდენტი. საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი;
3. კამალა ჰარისი, 59 წლის, ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი, აშშ-ს პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი თანამდებობის მქონე პირი ქალი;
4. ჯორჯია მელონი, 46 წლის, იტალიელი პოლიტიკოსი, მოქმედი პრემიერმინისტრი. ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა;
5. ტეილორ სვიფტი, 33 წლის, ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსი;
6. კარენ ლინჩი, 59 წლის, ამერიკელი ბიზნესვუმენი, მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის, CVS Health-ის ხელმძღვანელი;
7. ჯეინ ფრეიზერი, 56 წლის, ამერიკელი ბიზნესვუმენი, 2021 წლიდან არის საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელი;
8. ებიგეილ ჯონსონი, 61 წლის, ამერიკელი მილიარდერი, 2014 წლიდან საინვესტიციო კომპანია Fidelity Investments-ის ხელმძღვანელი;
9. მერი ბარა, 61 წლის, ამერიკელი ბიზნესვუმენი, საავტომობილო კომპანია General Motors-ის ხელმძღვანელი;
10. მელინდა ფრენჩ გეიტსი, 59 წლის, ამერიკელი ბიზნესვუმენი, ფილანტროპი, Microsoft-ის ყოფილი ხელმძღვანელი;
Forbes-ის სრული სიის სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს.