Forbes-მა ივანიშვილის ქონების შეფასებას გადახედა და $2.7 მილიარდამდე შეამცირა

Forbes-მა მილიარდერების ინდექსი განაახლა და ბიძინა ივანიშვილის ქონებას რაც იქამდე 2024 წლის რეიტინგში 4.9 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული 2.7 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, რითიც ის რეიტინგში 1299-ე ადგილს იკავებს. განმარტებაში არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.
თუმცა, უცვლელია ივანიშვილის ქონების შეფასება Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში, სადაც მისი ქონება 7.35 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და 421-ე ადგილს იკავებს. შესაბამისად, ამ ორ მაჩვენებელს შორის 4.65 მილიარდ დოლარს შეადგენს.
BMG Forbes-ს მიმართა კითხვით თუ რამ განაპირობა მათ მიერ ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.( ბიემჯი)

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა