Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის სათავეში კვლავ მასკია

Forbes-მა ყველაზე მდიდარი ადამიანების განახლებული სია გამოაქვეყნა. 2023 წლის ბოლოსთვის სიის სათავეში კვლავ ილონ მასკია. მისი ქონება $254.9 მილიარდია.
ილონ მასკმა 6 კომპანია დააარსა, მათ შორის ელექტრო მანქანების მწარმოებელი Tesla, რაკეტების მწარმოებელი SpaceX და Boring Company. 2022 წელს მასკმა სოციალური ქსელი Twitter-ი იყიდა $44 მლრდ-ად. მასკი ფლობს კომპანიის დაახლოებით 74%-ს, რომელსაც ახლა X ჰქვია.
2023 წლის დასაწყისში მასკმა პირველობა დაკარგა, აპრილში პირველ ადგილზე კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის მფლობელი და ხელმძღვანელი ბერნარ არნო იყო, თუმცა მასკმა პირველობა სექტემბერში კვლავ დაიბრუნა.
ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეული ასე გამოიყურება:
ილონ მასკი – $254.9 მილიარდი;
ბერნარ არნო – $202.4 მილიარდი;
ჯეფ ბეზოსი – $172.3 მილიარდი;
ლარი ელისონი – $133.2 მილიარდი;
უორენ ბაფეტი – $119 მილიარდი;
ბილ გეითსი – $117,6 მილიარდი (104 მილიარდი ჰქონდა აპრილში);
მარკ ცუკერბერგი – $115,9 მილიარდი;
სტივ ბალმერი – $112,8 მილიარდი ($80,7 მილიარდი ჰქონდა აპრილში);
ლარი პეიჯი – $111,7 მილიარდი;
სერგეი ბრინი – $107,3 მილიარდი.