Forbes-ის ყველაზე გავლენიანი ქალების სიის სათავეში ევროკომისიის მე-13 პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია

Forbes-მა ყველაზე გავლენიანი ქალების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, რომლის სათავეში ევროკომისიის მე-13 პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია. მეორე ადგილზე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი, მესამეზე – აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
ათეულში მე-4 ადგილზეა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი; მე-5-ზე – ჟურნალ Time-ის წლის ადამიანად აღიარებული შოუბიზნესის ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი; მე-6 – ამერიკული ფარმაცევტული კომპანია CVS Health-ის ხელმძღვანელი კარენ ლინჩი; მე-7 საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელი ჯეინ ფრეიზერი; მე-8 – ამერიკელი მილიარდერი, საინვესტიციო კომპანია Fidelity Investments-ის ხელმძღვანელი ებიგეილ ჯონსონი; მე-9 – საავტომობილო კომპანია General Motors-ის ხელმძღვანელი მერი ბარა; მე-10 – ამერიკელი ფილანტროპი, Microsoft-ის ყოფილი ხელმძღვანელი, მელინდა ფრენჩ გეიტსი.
Forbes სიაში შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებიდან, ტეილორ სვიფტის გარდა, ბიონსეც მოხვდა. ის 36-ე პოზიციაზეა. 31-ზეა ცნობილი ამერიკელი ტელეშოუს წამყვანი ოპრა უინპრი, 74-ზე – რიანა. ასეულს ასრულებს Barbie-ის თოჯინა, რომელიც FORBES-ის ასეულში წელს პირველად მოხვდა, როგორც ქალთა გაძლიერებისა და წართმეული ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლის სიმბოლო.