Forbes-ის რეიტინგით, 100 ქართველ უმდიდრეს მეწარმეს შორის 7 მოქმედი პოლიტიკოსია

Forbes-მა საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის კონსოლიდირებულ რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც შვიდი მოქმედი პოლიტიკოსია, ამ შვიდიდან კი ხუთი მმართველი პარტია ქართული ოცნების წევრია. ესენი არიან: ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ; ძლიერი საქართველოს ლელოს ლიდერები და ბადრი ჯაფარიძე; პარლამენტის დეპუტატები ქართული ოცნებიდან ელგუჯა გოცირიძე, ანტონ ობოლაშვილი, შოთა ბერეკაშვილი და ზაალ დუგლაძე.
სულ ასეულში 12 ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსი მოხვდა.
1. და ოჯახი, წყარო: ინვესტიციები, ქონება — ₾7.2 მლრდ;
2. კახაბერ ოქრიაშვილი, წყარო: პე-ეს-პე, ქონება — ₾1,1 მლრდ;
3. თემურ კოხოძე, წყარო: , ქონება — ₾758 მლნ;
4. , წყარო: ბანკი, ქონება — ₾732 მლნ;
5. ბადრი ჯაფარიძე ბანკი, ქონება — ₾478 მლნ;
6. ელგუჯა გოცირიძე, წყარო: ჩაჩავას კლინიკა, ქონება — ₾346 მლნ;
7. ცეზარ ჩოჩელი, წყარო: ზედაზენი/ბარამბო, ქონება — ₾297 მლნ;
8. ანტონ ობოლაშვილი, წყარო: გლობალფარმი, ქონება — ₾245 მლნ;
9. ივანე ჩხარტიშვილი, წყარო: Smart Capital Grou, ქონება — ₾240 მლნ;
10. არჩილ გეგენავა, წყარო: სპარი/იოლი/კალათა, ქონება — ₾158 მლნ;
11. შოთა ბერეკაშვილი, წყარო: ბიქეი ქონსთრაქშენი, ქონება — ₾122 მლნ;
12. ზაალ დუგლაძე, წყარო: დუგლაძეების ღვინის კომპანია, ზაალ და დავით დუგლაძეების ქონება — 116 მლნ.
რეიტინგში წარმოდგენილი 100 მეწარმის ქონების ჯამური ღირებულება ₾60.1 მილიარდს აჭარბებს. ეს მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის 60%-ს უახლოვდება და საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება. უმდიდრეს მეწარმეთა ასეულის პირველი ათეული საერთო ქონების დაახლოებით 60%-ს აკონტროლებს, ხოლო პირველი ხუთეული – თითქმის ნახევარს. ამასთან, საქართველოს უმდიდრესთა ასეულში 12 ქალია.