Forbes-ის თანახმად ივანიშვილის ქონება თითქმის განახევრებულია

Forbes-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება თითქმის განახევრებულია. თუ 2024 წელს “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და ლიდერის ქონება 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2025-ში ეს რიცხვი – 2.7 მილიარდია.
Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია ახლახან გამოაქვეყნა. 69 წლის ივანიშვილი 1362-ე ადგილზეა.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კვლავ ელონ მასკია 342 მილიარდი დოლარით, მეორე ადგილზეა მარკ ზაკერგბერგი (ფეისბუკი) 216 მილიარდი დოლარით.
Forbes-ის სიაში განმარტებული არაა, სად წავიდა ივანიშვილის ქონება.
განსხვავებულ სურათს ვხედავთ კიდევ ერთი ბიზნეს გამოცემის, ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსში. ბლუმბერგის თანახმად, ივანიშვილის ქონება 7.35 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში რიგით 421-ე უმდიდრესი ადამიანია.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა