Forbes-ის გამოცემა ყოველწლიურ Net Zero Leaders-ის სიას აქვეყნებს

მსოფლიოში გავლენიანმა ბიზნეს-გამოცემა Forbes-მა რიგით მეორე ყოველწლიური Net Zero Leaders-ის სია გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს -ში რეგისტრირებულ, გარემოსდაცვითი ინიციატივების მიმართულებით 100 ყველაზე პასუხისმგებლიან კომპანიას.
Net Zero Leaders-ებში მოხვედრილი კომპანიების მთავარი მიზანია 2050 წლისთვის შეამცირონ საკუთარი საქმიანობის შედეგად გარემოში სათბური აირების გამოყოფა და მიაღწიონ ნულოვანი ემისიის დონეს.
Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ Net Zero Leader-ების სიაში, 100 კომპანიას შორის, პირველ ადგილს „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ იკავებს. კომპანიას გასულ წელს მეშვიდე ადგილი მიენიჭა, თუმცა, განხორციელებული ინიციატივების შედეგად, სიის ლიდერებში მოხვდა. ფილიპ მორისის შემდეგ სამეულში არიან Johnson & Johnson-ი და Tesla.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ თამბაქოს უკვამლო პროდუქტების – გასახურებელი თამბაქოს, საღეჭი თამბაქოს, ორალური მოხმარების ნიკოტინის პროდუქტებისა და ვეიფების წარმოებაზე მუშაობს და გეგმავს, 2030 წლისთვის თავისი შემოსავლების 2/3 სწორედ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტებიდან მიიღოს. ამასთან, კომპანია მიზნად ისახავს, 2040 წლისთვის ნულოვანი ემისიის დონეს მიაღწიოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფილიპ მორის ინთერნეიშენალი მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს აგრარულ სექტორში, შესაბამისად, მისთვის „ნულოვანი ემისია“ მხოლოდ გამოთავისუფლებული აირების დონის შემცირებას არ გულისხმობს. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, სრულად აღმოფხვრას ტყის ჩეხის კომპონენტი საკუთარი თამბაქოს ქაღალდის წარმოების ციკლიდან და განახორციელოს ინვესტიცია ტყის აღდგენაში.
„ჩვენთვის დიდი პატივია, Forbes-ის მსგავსი გავლენიანი გამოცემისგან მიღებული აღიარება და „ნულოვანი ემისიის“ მიღწევის პროცესში წამყვან კომპანიებს შორის სიის სათავეში მოხვედრა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა მოვახდინოთ ჩვენი ბიზნესის სრული ტრანსფორმაცია. ამისათვის კი მუდმივად ვზომავთ მიღწეულ პროგრესს, რომლის შედეგებიც ხელშესახებია. PMI-ში მიზნად ვისახავთ, მდგრადობა ჩვენი ბიზნესის ციკლის ყოველი ასპექტის ნაწილად ვაქციოთ“, – აღნიშნავს „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ კავკასიის რეგიონის გენერალური მენეჯერი, იური გორდოკი.