footballtransfers-ის ვარაუდით, არაა გამორიცხული, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის კრიზისში შესვლამ, ქართველისადმი “არსენალის” ინტერესი განაახლოს.
გამოცემა წერს, რომ კვარაცხელია “ნაპოლის” ისტორიული სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა, დაახლოებით ერთი წელია ახალი ხელშეკრულების გაფორმებასა და ხელფასის მომატებას ითხოვს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ნეაპოლურ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, წელიწადში მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს იღებს, თავიდან კლუბის პრეზიდენტმა გაუმჯობესებული პირობებით ხელშეკრულების განახლებაზე უარი განაცხადა, რამაც ფეხბურთელი და მისი გარემოცვა ძალიან გააბრაზა.
აღნიშნულია, რომ, მოთხოვნილ და შეთავაზებულ თანხებს შორის სხვაობა უზარმაზარია,
დე ლაურენტისი მზად არაა 4 მილიონზე მეტი გადაუხადოს, ამ დროს კვარაცხელია გაცილებით მეტი ღირს, შედეგად კი სავსებით რეალურია იმის შესაძლებლობა, რომ თუ მოთხოვნები არ დაუკმაყოფილეს, ქართველმა ზაფხულში გუნდიდან წასვლა მოითხოვოს.
“არსენალი” უკვე რამდენიმე თვეა კვარაცხელიათი აღფრთოვანებულია და სეზონის ბოლოს შეიძლება მისი გადაბირება კვლავ სცადოს. ამ სეზონში ხვიჩას თამაში ისე შთამბეჭდავი არაა და ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მიზეზი კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაციაა”.
რა თქმა უნდა ქვეცნობიერად,რომც არ უნდოდეს,ლაურენტისის წუწურაქობა ახდენს სწორედ გავლენას თამაშზე.პირადი ღირსების საქმეა,ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელს იმათზე ნაკლები ხელფასი ჰქონდეს,ვიდრე ზოგიერთ თადარიგში მჯდომს.რამენაირად თავი უნდა დააღწიოს ამ კაცს და გუნდს.ნაპოლი კიდევ 30 წელი არაფრის მომგები არაა და ხვიჩას დონეს დეცემა.