Follow the Money: პროპაგანდისტული „იმედი“ ივანიშვილის ბანკიდან სესხებს იღებდა

ევროპული საგამოძიებო მედია Follow the Money (FTM.eu) საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებულ საგამოძიებო მასალას აქვეყნებს.
სტატიის ავტორები წერენ, რომ „საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელევიზია – „იმედი“ პროპაგანდის გავრცელებაშია ჩართული“. როგორც მასალაშია აღნიშნული, არხი მაყურებელს მუდმივად უყვება „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და ამტკიცებს, თითქოს ევროკავშირი საქართველოში „მარიონეტული მთავრობის დამყარებას“ ცდილობს.
FTM.eu-ს მიხედვით, არხის ოფიციალური მფლობელი, ქართველ-ამერიკელი ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ „იმედი“ რედაქციულად დამოუკიდებელია. თუმცა ჟურნალისტები წერენ, რომ არხის ფინანსური ანგარიშგება საპირისპიროს აჩვენებს:
„2022 წლის ბოლოსთვის, „ქართუ ბანკმა“ არხს 17 სესხი გამოუყო, ჯამში 44.8 მილიონი ლარის ოდენობით. გარდა ამისა, „ქართუ ჯგუფმაც“ კიდევ სამი სესხი გასცა, საერთო ჯამში 6.9 მილიონ ლარზე“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ „ქართუ ბანკის“ ერთადერთი მფლობელი იმ დროისთვის ს ოჯახი იყო. ავტორების თქმით, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ლიდერად და პრორუს ოლიგარქად ითვლება.
„იმედის“ უმსხვილესმა აქციონერმა, საინვესტიციო კომპანიამ Hunnewell Partners-მა გამოცემას უთხრა, რომ სესხები „კომერციული, არამნიშვნელოვანი და არაპერსონალიზებული შეთანხმებები“ იყო, რომლებიც უკვე დაფარულია. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ტელეკომპანია დაფინანსებას სხვა ბანკებისგანაც იღებს.
FTM.eu წერს, რომ ეს საკითხი არხის რეალურ დამოუკიდებლობაზე სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.