Fleabag-ისა და შერლოკის მსახიობი თეატრის ძვირადღირებული ბილეთების წინააღმდეგ

სალაროში უნდა იყიდებოდეს ფასდაკლებული ბილეთები, რათა ახალგაზრდებმა „ვესტ ენდის” სპექტაკლების ნახვა შეძლონ 150 გირვანქა სტერლინგის გადახდის გარეშე – ამბობს სერიალების „Fleabag” და „შერლოკის” მთავარი როლის შემსრულებელი, ენდრიუ სკოტი.
„რაც არ უნდა პომპეზურად და თანამედროვედ მიიჩნევდე შენს დადგმას, თუ 150 გირვანქა სტერლინგი გაქვს გადასახდელი, ვერც ერთი ადამიანი 16-25 წლამდე და მაღლა ვერ შეძლებს ამ თანხის გადახდას. ეს ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის”, – თქვა მსახიობმა „ბი-ბი-სის” პოდკასტში.
მან ფასდაკლებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა: “იმედი მაქვს, არსებობს ერთი ან ორი საღამო კვირაში, სადაც შესაძლებელია ფასდაკლებული ბილეთების შეძენა, რომლის მოსაჩხრეკადაც მზად იქნები. მნიშვნელოვანია, რომ თეატრი არ დარჩეს ელიტური ხელოვნების ფორმად”.
„ვესტ ენდის” თეატრის ბილეთების ფასებთან დაკავშირებით ცნობილმა მსახიობებმა – დომინიკ ვესტმა და დევიდ ტენანტმაც გამოხატეს უკმაყოფილება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა შევხედოთ, როგორც მკაფიო სიგნალს: ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ, მეორე მხარეს კი დარჩენა იზოლაციაში – ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, „ქართული ოცნება“ გაუშვას პენსიაზე