Flashscore-მა ხვიჩა “უნიონთან” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “ნაპოლიმ” “დიეგო მარადონაზე” აუტსაიდერი “უნიონი” ვერ დაამარცხა (1:1), თუმცა 7 ქულით მეორე ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის კარგი შესაძლებლობა აქვს.
მასპინძელთა გუნდის გარემარბმა მ შეუცვლელად ითამაშა, რამდენიმე მომენტი თავად შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა და Flashscore-მა 8.7-იანი შეფასებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
Sofascore-მა ქართველის გარჯა 7.9 ქულით, Whoscored-მა კი 7.6-ით შეაფასა.
“ნაპოლი” 12 ნოემბერს, სერია A-ს მეთორმეტე ტურში, “ემპოლის” უმასპინძლებს.
ხვიჩას საუკეთესო მატჩი არ იყო, არც 8.0-ზე მეტს იმსახურებდა, მაგრამ სხვა ფეხბურთელებს სჯობდა აშკარად, არაერთხელ გაამწვავა და პოტენციურად საგოლე პასი არაერᲮელ გააკეთა, მოწინააღმდეგის მინიმუმ 2 ფეხბურთელს მუდმივად აკავებდა. Არ გამოუვიდა კარში დარტყმები. ეგენიც რომ გამოსვლოდა, მაშინ მისი შეფასება 9-მდეც კი გავიდოდა.