Fitch–მა 2025 და 2026 წლებში გაზის ფასების პროგნოზი გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა გაზარდა ბუნებრივი აირის ფასების პროგნოზი 2025-2026 წლებისთვის, რითაც დაადასტურა ნავთობის შეფასებები უახლოეს მომავალში.
გაზის მოსალოდნელი ფასების გადახედვა ასახავს ფასების ცვლილებას წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ისევე როგორც ცივ ზამთარს, რამაც გამოიწვია რეზერვების მნიშვნელოვანი ამოწურვა გაზსაცავებში, იტყობინება სააგენტო.
გარდა ამისა, ანალიტიკოსებმა დაამატეს ნახშირწყალბადების ღირებულების პროგნოზი 2028 წლისთვის.