Fitch-მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგი დეფოლტის დონემდე შეამცირა – DW

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგი CC-დან C-მდე შეამცირა, რომლის დროსაც დეფოლტის პროცესი უკვე დაწყებულად ითვლება ან გარდაუვალია. ამის შესახებ ინფორმაცია DW სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საკრედიტო რეიტინგის დაქვეითების მიზეზი კრედიტორთა ჯგუფთან ახლახან დადებული ხელშეკრულება გახდა, რომელიც დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საერთაშორისო ობლიგაციების ვალის რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებს.
უკრაინის საგარეო ვალის რესტრუქტურიზაცია
ორშაბათს, 22 ივლისს, უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ქვეყანამ მიაღწია „პრინციპული შეთანხმებას“ უკრაინის ევრობონდების მფლობელთა კომიტეტთან მისი საგარეო ვალის ნაწილის რესტრუქტურიზაციის შესახებ. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ქვეყანას საშუალებას მისცემს, $11,4 მლრდ დაზოგოს 3 წლის განმავლობაში და 22,75 მლრდ 2033 წლამდე. რესურსები უკრაინის თავდაცვის, სოციალური დაცვისა და რეკონსტრუქციისკენ იქნება მიმართული.