Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი “BB” დონეზე, პერსპექტივა კი “ნეგატიურზე” დატოვა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე, ხოლო პერსპექტივა “ნეგატიურზე” შეუნარჩუნა.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს განმარტებით, ეს დაბალანსებულია შედარებით მაღალი ფინანსური დოლარიზაციით, სახელმწიფო ვალზე უცხოური ვალუტის რისკების მაღალი გავლენით, შესადარ ქვეყნებთან შედარებით სუსტი საგარეო ფინანსებით, მათ შორის ზომიერი საერთაშორისო რეზერვებით და შედარებით მაღალი წმინდა საგარეო ვალით. სარეიტინგო სააგენტო მიუთითებს, რომ “ნეგატიური” პერსპექტივა ასახავს გაზრდილ პოლიტიკურ რისკს და ლიკვიდობის შესაძლო გარე ზეწოლას.
განახლებულ შეფასებაში სარეიტინგო სააგენტო ქვეყნის რეიტინგის ძლიერ და სუსტ მხარეებში განმარტავს, რომ „BB“ რეიტინგი მხარდაჭერილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი დონით ანალოგიური რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, ასევე სანდო მაკროფისკალური პოლიტიკის ჩარჩოთი, ზომიერი სახელმწიფო ვალითა და ჯანსაღი საბანკო სექტორით.
შეგახსენებთ, 2024 წლის ივნისში Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა “პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე”, ხოლო დეკემბერში, გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, “ნეგატიურამდე” შეამცირა.