Finita La Commedia – ოსიმენი მიდის იქ, სადაც ჯუღელმა უწინასწარმეტყველა?

ამ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჩელსიმ” “ნაპოლის” თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის შეძენის თაობაზე ოფიციალურად მიმართა და მოლაპარაკებები ოთხშაბათს გაგრძელდება. თუმცა, შეიძლება არც გაგრძელდეს.
საქმე ისაა, რომ სრულიად მოულონდელად “ნაპოლიმ” ს “ალ აჰლისგან” ისეთი შეთავაზება მიიღო, რომ, შესაძლოა, შვებით ამოისუნთქოს ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, რომელსაც უქმად მყოფი ნიგერიელისთვის წელიწადში 10 მილიონი ევროს გადახდა აღარ მოუწევს.
ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ “ალ აჰლი” მზადაა “ნაპოლის” 100 მილიონთან მიახლოებული თანხა გადაუხადოს, თავად ფეხბურთელს კი ოთხსეზონიან კონტრაქტს და წლიურ გასამრჯელოდ 25 მილიონს
სთავაზობს.
“ნაპოლი” რა თქმა უნდა, წინადადებაზე თანახმაა. რაც შეეხება ვიქტორს, მართალია კარიერის ევროპაში გაგრძელების სურვილი აქვს, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ფული რომ ჯოჯოხეთს ანათებს და ის, სავარაუდოდ, დათანხმდება. ამ ინფორმაციას “კორიერე დელო სპორტიც” ადასტურებს.
ასე რომ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ს აგენტის, მამუკა ჯუღელის წინასწარმეტყველება მართალი გამოდგება.