Financial Times – უკრაინამ და აშშ-მ მინერალურ რესურსებზე შეთანხმებას მიაღწიეს

უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა ს ადმინისტრაციასთან მიაღწიეს შეთანხმებას ბუნებრივ რესურსებზე. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.
როგორც მედია წერს, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, დათანხმდა ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის ერთობლივი განვითარების შესახებ, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა უარი თქვა მოთხოვნაზე -ს 500 მილიარდი დოლარის პოტენციური შემოსავალი მიეღო.
მედიის თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომლისთვისაც წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მომავალი შემოსავლების 50 პროცენტს გამოყოფს.
ფონდი გამოყენებული იქნება უკრაინის ფარგლებში პროექტებში ინვესტიციებისთვის. The Financial Times-ის ცნობით, ფონდის საქმიანობა არ ვრცელდება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე შეტანილ რესურსებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გავლენას არ მოახდენს ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებლების “ნაფტგაზისა” და “უკრნაფტას” ოპერაციებზე.
ამასთან, მედიის თანახმად, შეთანხმებაში არ არის ნახსენები აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები, რასაც კიევი დაჟინებით მოითხოვდა.
გარდა ამისა, ისეთი საკითხები, როგორიცაა, აშშ-ის წილი ფონდში და გარიგების „ერთობლივი საკუთრების“ პირობები გადაუჭრელია, რომლებიც შემდგომ შეთანხმებებში გადაწყდება.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს გამოცემას, რომ შეთანხმება დამტკიცებულია იუსტიციის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ. ის უკრაინის უმაღლესმა რადამაც უნდა დაამტკიცოს.
გამოცემის წყაროების თანახმად, პრეზიდენტი უახლოეს კვირებში თეთრ სახლში გაემგზავრება ტრამპთან ხელმოწერის ღონისძიებაზე.
ასევე, გამოცემას უკრაინაში წყაროებმა განაცხადეს, რომ მიღწეული შეთანხმება მხოლოდ „ჩარჩო შეთანხმებაა“ და რომ ფონდის შექმნამდე არანაირი შემოსავალი არ გადაირიცხება.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი ლენა შილინგი – მზია ამაღლობელის საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატიები საფრთხეშია – ის, რისთვისაც ბრალი წაუყენეს, ევროპის უმეტეს ქვეყნებში, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული

გიორგი კლდიაშვილი – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაპატიმრება „შავი ლაქაა“ ქვეყნისთვის, რაც შეეხება აქციებზე დაკავებულებს, მიუხედავად სისტემის მობილიზებისა, რომ მათ ბრალი დაუმტკიცონ, ამას ვერ ახერხებენ