Financial Times – ტრამპს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შობამდე სურს

ტრამპს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შობამდე სურს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს შეატყობინა, რომ შაბათს, 6 დეკემბერს, პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან „რთული” საუბრის დროს მას სამშვიდობო შეთანხმებაზე სწრაფი გადაწყვეტილებისკენ მოუწოდეს.
ასევე წყაროების ცნობით, ტრამპს შობამდე სურს შეთანხმების მიღწევა. მათი ინფორმაციით, ზელენსკიმ ამერიკელ წარმომადგენლებს უთხრა, რომ ვაშინგტონის წინადადებაზე რეაგირებამდე მას დრო სჭირდება სხვა ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებისთვის, ვინაიდან შიშობს, რომ თუ ევროპელები ჩართულები არ იქნებიან პროცესში, ეს ძირს გამოუთხრის დასავლეთის ერთიანობას.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)