Financial Times- ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, დათანხმდეს რუსეთის მოთხოვნებს – წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინას განადგურება ელოდება

პარასკევს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, დათანხმებულიყო რუსეთის პირობებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ამასთან, გააფრთხილა და შეახსენა რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ არ დათანხმდება, ის მას „გაანადგურებს“- ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
როგორც გამოცემა წერს, შეხვედრაზე -ის პრეზიდენტმა გვერდით გადადო უკრაინის ფრონტის ხაზის რუკები. მან ზელენსკისგან მოითხოვა მთელი დონბასის გადაცემა პუტინისთვის და არაერთხელ გაიმეორა რუსეთის ლიდერთან საუბარში მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. სტატიაში ნახსენებია, რომ ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, ტრამპი შეხვედრაზე პუტინის მოსაზრებებს სიტყვასიტყვით იმეორებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეწინააღმდეგებოდა. ამასთან, ნათქვამია, რომ უკრაინის ლიდერს შეთანხმების დადება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას განადგურება ემუქრება. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ერთ-ერთი ოფიციალური პირის ცნობით, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ომში მარცხდებოდა და დაამატა: „თუ პუტინს უნდა, გაანადგურებს შენს ქვეყანას.“ შეხვედრისას ტრამპმა უკრაინის საბრძოლო რუკები გვერდზე მოისროლა და ზეწოლა მოახდინა ზელენსკიზე, დათანხმებულიყო რუსეთის პირობებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა