ხელოვნური ინტელექტის (AI) პროცესორების წამყვანი მწარმოებლის Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, Financial Times-მა (FT) წლის ადამიანად დაასახელა.
გამოცემა თავის არჩევანს იმით ხსნის, რომ ჰუანგი გახდა „მასიური ხელოვნური ინტელექტის ბუმის მამოძრავებელი ძალა, რომელსაც შეუძლია გლობალური ეკონომიკის ტრანსფორმაცია“.




