Financial Times – ევროკავშირი შიშობს, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები და სხვა ბრძანებები გააუქმოს

ევროკავშირის ოფიციალური პირები აანალიზებენ -ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ასობით აღმასრულებელ ბრძანებას და დაწესებულ სანქციებს მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ გააუქმებს მათ, რაც პოტენციურად შეაფერხებს საგარეო ურთიერთობებსა და ვაჭრობას, – ამის შესახებ Financial Times-ის სტატიაშია აღნიშნული.
გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელი წუხს, რომ ტრამპმა შესაძლოა, წინამორბედის გადაწყვეტილებები მხოლოდ იმიტომ გააუქმოს, რომ ისინი ბაიდენმა მიიღო და ევროპელ მოკავშირეებზე ამგვარი ნაბიჯების გავლენა არ განიხილოს.
„ევროკავშირის ყველაზე დიდი შეშფოთება არის ის, რომ ტრამპმა, შესაძლოა, გააუქმოს ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანებები, რომელიც რუსეთს, უკრაინაში შეჭრის გამო, სანქციებს უწესებს. ბლოკის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ტრამპი შეინარჩუნებს ამ სანქციებს, რათა გამოიყენოს როგორც პოტენციური ბერკეტი მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო მოლაპარაკებებში“, – წერს Financial Times-ი.
გამოცემა იხსენებს, რომ გასული წლის ზაფხულს ევროკავშირის კომისიამ შექმნა მაღალი თანამდებობის პირებისგან შემდგარი შიდა გუნდი, რათა შეემუშავებინათ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის პოტენციური ზემოქმედების სტრატეგია და ის, თუ როგორ შეეკავებინათ ან რეაგირება მოეხდინათ მათზე. კომისია ძირითადად ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოტენციური სავაჭრო კონფლიქტები, -ის მხარდაჭერის შემცირება უკრაინისადმი და ვაშინგტონის პოზიციის შესაძლო ცვლილება ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართ.
„აღმასრულებელი ბრძანებები გაცემულია მხოლოდ პრეზიდენტების მიერ და შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს. ტიპიურია ის, რომ ახალმა პრეზიდენტმა თანამდებობის დაკავებიდან მალევე განიხილოს არსებული ბრძანებები“, – წერს Financial Times-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…