Financial Times – ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირები სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში 2027 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ

ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირები სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში 2027 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამშვიდობო მოლაპარაკებების უახლეს პროექტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრი 2027 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა გახდეს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, მსგავსი ნაბიჯი ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცედურების შეცვლას გამოიწვევს და ევროკავშირს აიძულებს, რომ პროცესს სრულად გადახედოს.
გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პუნქტის სამშვიდობო შეთანხმებაში დამატება უკრაინისთვის ფაქტობრივად წევრობის აღმნიშვნელი ფაქტი იქნება, რადგან ბრიუსელი გაწევრიანების დაჩქარებული პროცესისთვის წინააღმდეგობის გაწევით სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვერ შეაფერხებს.
ასევე, გამოცემა წერს, რომ მსგავსი შეთანხმებების ფარგლებში -ის პრეზიდენტი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მოუწოდებს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ვეტო მოხსნას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო