FIFA-მ ნიუ იორკში, ტრამპის კოშკში ოფისი გახსნა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ოფისი გახსნა ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე ტრამპის კოშკში.
გახსნის ცერემონიაზე შედგა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის თასის პრეზენტაცია. 13 ივლისამდე თასის ხილვა ყველა მსურველს შეეძლება.
ცერემონიისას სიტყვები წარმოთქვეს FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდომ და -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟმა, ერიკ ტრამპმა.
თავის გამოსვლაში ინფანტინომ მადლობა გადაუხადა -ის პრეზიდენტსა და მთავრობას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჩატარებაში გაწეული უპრეცედენტო დახმარებისთვის.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა