L’Equipe-ის ინფორმაციით, FIFA მალე ახალ წესს დაამტკიცებს, რომლის მიხედვითაც ევროპულ ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებს თავისი მატჩების სხვა ქვეყანაში გამართვა შეეძლებათ.
ახალი წესდებით, თავისი ქვეყნის გარეთ გუნდებს მხოლოდ 1 მატჩის გამართვის საშუალება ექნებათ.
ადრე გავრცელებული ცნობით, აშშ ამ შეხვედრების მასპინძლობის სურვილს გამოთქვამს და დიდია შანსი იმისა, რომ ევროპული ფეხბურთი კონტინეტს გასცდეს და პრემიერ ლიგის, სერია A-ს, ლა ლიგისა თუ სხვა მაღალი დონის ჩემპიონატის მატჩები აშშ-ში გაიმართოს.