Fichajes: პერესი კვარაცხელიას სამსახურით ისევ დაინტერესდა – რამდენად რეალურია ტრანსფერი?

ესპანური Fichajes-ის მტკიცებით, “რეალმა” სერია A-ს ვარსკვლავის, ს მიმართ ინტერესი განაახლა, რამეთუ სამომავლოდ შემადგენლობის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს:
“რეალმა” მიზნად “ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება დაისახა, რომელიც მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერების ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტია. ფლორენტინო პერესი აცნობიერებს რა გუნდის საჭიროებებს, სხვადასხვა პოზიციებზე არსებითი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. ახლახან ჩემპიონთა ლიგაზე “ლილთან” განცდილი მარცხის შემდეგ, ის შეტევის გასაძლიერებლად ნიჭიერ ქართველს მიმზიდველ კანდიდატად განიხილავს.
სერია A-ს ერთ-ერთმა ვარსკვლავმა ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით წარმატებით თამაშით “ნაპოლის” სკუდეტოსთვის ბრძოლა განაახლა. მისმა ასპარეზობამ, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იტალიური
გუნდისთვის, ევროპის ტოპ-კლუბების და მათ შორის “რეალის” ყურადღება მიიპყრო.
თუმცა, “ნაპოლის” ხვიჩას შენარჩუნება უნდა და ბრძოლის გარეშე არ დათმობს. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მასთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად ნაბიჯებს დგამს და ამისათვის ფეხბურთელისთვის ხელფასის 5-6 მილიონ ევრომდე გაზრდაზეა თანახმა.
როდრიგოს შესაძლო წასვლამ, რომლითაც პრემიერლიგის კლუბები დაინტერესდნენ, შეიძლება კვარაცხელიას “რეალისკენ” გზა გაუხსნას. თუმცა, პერესს მოუწევს შეაფასოს, უღირს კი “ნაპოლისთან” რთული მოლაპარაკებების გამართვა, რომელიც თავის ვარსკვლავს ადვილად წასვლის უფლებას არ მისცემს. საკვანძო საკითხი გამოსასყიდი თანხა, 74 მილიონი ევრო იქნება. კვარაცხელია “ნაპოლისთან” ხელშეკრულებით 2027 წლამდეა დაკავშირებული, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება დიდწილად მის პირად ამბიციებზე და იმაზე იქნება დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა “ნაპოლის” ახალ შეთავაზებას”.