Ferrari-მ ელექტრომობილების წარმოების 2030 წლის გეგმა ორჯერ შეამცირა

იტალიურმა სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა Ferrari NV-მ ელექტრომობილების წარმოების გეგმა შეამცირა – ახლა მოსალოდნელია, რომ ელექტრომობილები 2030 წლისთვის მოდელების დაახლოებით 20%-ს შეადგენენ რაც ადრე გაცხადებული მიზნის ნახევარია.
როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, 2030 წლისთვის შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების სამიზნე წილი 40%-მდე გაიზარდა, ხოლო ჰიბრიდული მოდელები 40%-ის დონეზე შენარჩუნდა.
Ferrari-ს პირველი სრულიად ელექტრო მოდელი, Elettrica, გაყიდვაში 2026 წლის ბოლოს გამოვა.