Fed-მა საპროცენტო განაკვეთი შეამცირა

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed), საბაზისო წლიური საპროცენტო განაკვეთი 50 პუნქტით, 4,75–5,25%-მდე შეამცირა. ამის შესახებ Fed-ის პრესრელიზში წერია.
საპროცენტო განაკვეთი ერთ წელზე მეტია, 20-წლიან მაქსიმუმზე იყო და 5,25-5,5%-ს შეადგენდა. მისი მატების პოლიტიკით Fed დასაქმების გაზრდას და ინფლაციის 2%-მდე შემცირებას ცდილობდა.
Fed-ის ინფორმაციით, ამ მიზნებისკენ პროგრესს უკვე მიაღწია, თუმცა ინფლაციის მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება.
Fed-ის ხელმძღვანელობის პროგნოზით, საპროცენტო განაკვეთი წლის ბოლომდე კიდევ ნახევარი პროცენტით, 4,4%-მდე, მომავალ წელს კი 1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2026 წელს კიდევ ნახევარი პროცენტით შემცირდება.
საპროცენტო განაკვეთზე Fed-ის შემდეგი სხდომა 6-7 ნოემბერს გაიმართება.