Fed-მა საპროცენტო განაკვეთი კიდევ 25 პუნქტით შეამცირა

აშშ-ის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთის შემცირებას აგრძელებს. გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, -ის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა განაკვეთი ზედიზედ მეორედ შეამცირა, თუმცა წინა შემცირებისგან განსხვავებით, ამჯერად მხოლოდ პროცენტის მეოთხედით, 25 პუნქტით.
ფედერალური რეზერვის ოფიციალური პირების განცხადებით, უწყებას ამ გადაწყვეტილების მიღებას ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება და სამიზნე 2%-თან მიახლოება უადვილებს.
ფედერალური რეზერვის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება ორდღიანი შეხვედრის შემდეგ ერთსულოვნად მიიღო. გადაწყვეტილების შემდეგ განაკვეთი 4.50-4.75%-ის ფარგლებში განისაზღვრა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა ბრიფინგზე აშშ-ის საპრეზიდენტო ს შედეგების გავლენაზეც ისაუბრა. პაუელმა აღნიშნა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებას ფედერალური რეზერვების გადაწყვეტილებებზე მოკლევადიან პერსპექტივაში გავლენა არ ექნება.
ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შემდეგ სავაჭრო ბირჟაზე S&P 500-ის ფასი 0.81%-ით გაიზარდა.
წყარო: forbs.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„იმ სამედიცინო პერსონალის დასაქმების მიზნით, ვინც ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის კერძო სერვისის მიმწოდებლებთან იყო დასაქმებული, კონკურსი გამოცხადდება“ – მიხეილ სარჯველაძე