აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა (FED) რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა 3.5-3.75%-მდე, რაც 2022 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ეს გადაწყვეტილება ანალიტიკოსებისა და ეკონომისტების უმეტესობის მოლოდინებს შეესაბამებოდა.
ფედერალური რეზერვი ინფლაციის შემცირებაზე მეტად შრომის ბაზრის სტიმულირებას ცდილობს, რაც დასაქმების ზრდაში უნდა გამოვლინდეს.




