Fed-ის ხელმძღვანელის თქმით, საპროცენტო განაკვეთის შემცირების დრო მოვიდა

აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე, ჯერომ პაუელი ამბობს, რომ საპროცენტო განაკვეთის შემცირების დრო მოვიდა.
ჯერომ პაუელმა Fed-ის ყოველწლიურ ეკონომიკურ კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ოთხი ათწლეულის განმავლობაში ფასების ყველაზე უარესმა ზრდამ მილიონობით ოჯახს მიაყენა ზიანი, ინფლაცია დიდწილად კონტროლის ქვეშაა.
ამის გათვალისწინებით, -ის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 23-წლიან მაქსიმუმამდე გაზრდის შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის შერბილების დრო მოვიდა. თუმცა მან არ დააკონკრეტა თუ როდის დაიწყება კლება ან რამდენად დიდი იქნება შემცირება.
ამ დროისთვის, აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5,25%-5,50%-ის დიაპაზონშია. არსებული მოლოდინით, სექტემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილ შეკრებაზე, Fed-ი მოკრძალებულ, 25 საბაზისო პუნქტიან კლებას გამოაცხადებს.
ორი წლის წინ, პანდემიის დროს, ინფლაციის მკვეთრმა მატებამ პოლიტიკის შემქმნელებს მხრიდან განაკვეთების ზრდა განაპირობა. ახლა, ფასები შედარებით დასტაბილურდა და ივლისში, აშშ-ში 2.9%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც 2022 წლის ივნისის პიკური მაჩვენებელი 9.1% იყო. სწორედ ინფლაციის დონის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელთან დაახლოებაა პოლიტიკის შერბილების წინაპირობა.
ამასთან, პაუელმა შრომის ბაზარზე არსებულ ტენდენციებზეც ისაუბრა. საგულისხმოა, რომ კოვიდ პანდემიით მიყენებული ზიანის შემდეგ, შრომის ბაზარმა სწრაფი აღდგენა აჩვენა და მილიონობით სამუშაო ადგილი შეიქმნა, თუმცა გასულ თვეში უმუშევრობა გაიზარდა და პაუელმა აღიარა, რომ ახლა ბაზარი კლების რისკის წინაშეა. მან თქვა, რომ Fed-ი ყველაფერს გააკეთებს შრომის ბაზრის მხარდასაჭერად.
წყარო bm.ge