FDA-მ Apple-ის AirPods-ისთვის სმენის დამხმარე პროგრამა დაამტკიცა – forbes

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) სმენის დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფის პირველი მოწყობილობა დაამტკიცა. ფუნქცია საზოგადოებას კვირის დასაწყისში ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა გააცნო. კომპანიის თქმით, პროგრამა ახალი თაობის AirPods-თან არის თავსებადი, რომელიც Apple-მა ასევე კვირის დასაწყისში წარადგინა.
FDA-ს განცხადებით, „სმენის დამხმარე ფუნქცია“ შეიძლება დაინსტალირდეს Apple-ის AirPods Pro ყურსასმენებზე, რათა 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, რომლებსაც სმენის მსუბუქი ან ზომიერი დაქვეითება აღენიშნებათ, ხმა გააძლიეროს.
Apple-ის ინფორმაციით, სმენის დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფის ჩაშვებას კომპანია ამ შემოდგომაზე გეგმავს. მომავალში კი, ტექნოლოგიური გიგანტი, AirPods Pro 2-ისთვის, ფუნქციის კიდევ უფრო დახვეწის პირობას დებს.
მარეგულირებელი სააგენტოს თქმით, -ში სმენის სხვადასხვა ხარისხით დაქვეითებას 30 მილიონზე მეტი ადამიანი უჩივის. სმენის დაქვეითების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ასაკის მატება, ხმაურის ზემოქმედება ან ჯანმრთელობის დარღვევები.
forbes.ge