ბავშვების არცთუ ისე მცირე ნაწილს უწევს სათვალეების ტარება… და რა მოხდება, თუ ეს ლინზები მათ მხედველობის შენარჩუნებაში დაეხმარება და მოზარდობაში თვალის უფრო სერიოზულ პრობლემებს აარიდებს თავიდან? სწორედ ეს კითხვა დასვეს მკვლევრებმა, რომლებიც დღეს საზოგადოებას ახალი ტიპის ლინზას აცნობენ და რომლებმაც უკვე მოიპოვეს FDA-ის ნდობა.
თუ ადრე მიოპიის, ანუ ახლომხედველობის სამართავად მხოლოდ ერთი ვარიანტი არსებობდა, მთელი ცხოვრება სათვალეების ტარება, ახლა საკმაოდ მაღალი პოტენციალის მქონე ალტერნატივა ჩნდება — სპეციალიზირებული სათვალეები Essilor Stellest-ის ბრენდის სახელით იყიდება და ამტკიცებს, რომ ახლომხედველობის შემცირება შეუძლია 6-დან 12 წლამდე ბავშვებში.
კიდევ უფრო სანდოდ კი ამ ამბავს FDA აქცევს, რომელმაც ლინზების პრაქტიკაში გამოყენება კომპანიის მონაცემების საფუძველზე გახადა შესაძლებელი: ბავშვებში 2 წლის შემდეგ მიოპიის პროგრესირება 70%-ით შემცირდა!
ახალი ლინზები 11 კონცენტრულ რგოლს იყენებს, რომლებიც სავსეა პატარა წერტილებით, რათა სინათლე ბადურაზე გადაამისამართოს იმ გზით, რომლითაც ფიქრობენ, რომ მხედველობის გაუარესებას შეაფერხებს. ფაქტია მუშაობს კიდეც, რადგან კომპანიის კვლევის თანახმად, ბავშვები, რომელთაც ლინზები 2 წლის მანძილზე ეკეთათ, მხედველობის გაუარესების მაჩვენებელი 50%-ით შეუმცირდათ. პარალელურად კი კვლევები მრავალ ქვეყანაში გრძელდება, რის შედეგადაც მომავალში კიდევ უფრო სანდო ინფორმაციებს გავიგებთ…
ოღონდ ამ ახალი ლინზების სარგებელი მხოლოდ სათვალის ტარებაზე უარის თქმის კომფორტით არ მთავრდება და ისეთი შედეგების თავიდან არიდებასაც მოიცავს, რომლებიც მძიმე მიოპიას უკავშირდება, იქნება ეს კატარაქტა, გლაუკომა თუ ბადურის დაშლა, რამაც სიბრმავე შეიძლება, გამოიწვიოს.
შემოთავაზებული ფასი 450 დოლარია. ხელმისაწვდომია ევროპაში, აზიაში და ახლა უკვე ამერიკაშიც…
marketer.ge




