FDA-იმ აივ ინფექციის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ში, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ახალი ლენაკაპავირი დაამტკიცა – კაფსიდის ინჰიბიტორების სახელით ცნობილი პრეპარატების კლასი, თითქმის 100%-იან დაცვას უზრუნველჰყოფს აივ ინფექციისგან და Yeztugo ბრენდის სახელწოდებით იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა New Atlas-ი ავრცელებს.
Gilead Sciences-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, დენიელ ო’დეიმ FDA-ს მიერ დამტკიცების შემდეგ განაცხადა, რომ Yeztugo თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მიღწევაა და რეალურ შესაძლებლობას იძლევა აივ ინფექციის დასასრულებლად.
“ეს ისტორიული დღეა აივ ინფექციის წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლაში. Yeztugo ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მიღწევაა და გთავაზობთ ძალიან რეალურ შესაძლებლობას აივ ეპიდემიის დასასრულებლად. ეს არის პრეპარატი, რომლის მიღებაც წელიწადში მხოლოდ ორჯერ არის საჭირო და კლინიკურ კვლევებში შესანიშნავი შედეგები აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია შეცვალოს აივ ინფექციის პრევენცია. Gilead-ის მეცნიერებმა აივ ინფექციის დასრულება თავიანთი ცხოვრების საქმედ აქციეს და ახლა, FDA-ს მიერ Yeztugo-ს დამტკიცებით და ჩვენს მრავალ პარტნიორთან თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ამ მიზნის რეალობად ქცევაში,” – განაცხადა მან.
New Atlas-ის ცნობით, გლობალური ფონდი ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, რათა სწრაფად შეიქმნას ინფრასტრუქტურა და რესურსები, რომლებიც ლენაკაპავირის ყველაზე მეტად საჭირო, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის მიწოდებისთვისაა აუცილებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – მათ ენაზე ვეტყვი – რა „მელკი“ ხალხიც არიან, ისეთივე „მელკი და მეშჩან“ თემებს დასდევენ – ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი „ლელო – ძლიერი საქართველო“ გახდა, გასაგებია, ვაწუხებთ

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი – დღეს 5 მოწმიდან 4 იყო მოყვანილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არასდროს, სხვა აქციების დროსაც, ანდრო ჭიჭინაძის მხრიდან უკანონო მოქმედება არ უნახავთ – ვერ დასტურდება ცალკეულად ძალადობრივი მოქმედები, ვერც ჯგუფურობა

შემოსავლების სამსახური – სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ – მხოლოდ მას შემდეგ მიმართეს შემოსავლების სამსახურს, რაც ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი საკითხის მოკვლევა დაიწყო