FBI-მ ტრამპზე თავდამსხმელის ტელეფონზე წვდომა მოიპოვა და 100-მდე ადამიანი დაკითხა – CNN

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ტრამპზე თავდამსხმელის თომას მეთიუ კრუკსის ტელეფონზე წვდომა მოიპოვა და გამოძიების ფარგლებში 100-მდე ადამიანი დაკითხა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN-ი FBI-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც CNN აღნიშნავს, დაკითხულთა შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და მომხდარის თვითმხილველები არიან. FBI ასევე იკვლევს კრუკსის ელექტრონულ მოწყობილობებს. გამომძიებლებმა გაჩხრიკეს მისი სახლი და ავტომობილი.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები წინასწარი გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, რომელიც -ის პრეზიდენტობის კანდიდატზე რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპზე შაბათს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას იძიებს. საქმეს შესაძლოა შიდა ტერორიზმის კვალიფიკაცია მიენიჭოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს თავისუფლების მოედანზე, აეროპორტში, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ – მხოლოდ ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება