FBI – დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას პოტენციურ შიდა ტერორისტულ თავდასხმადაც განვიხილავთ

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ვაშინგტონის შტაბბინის ანტიტერორისტული განყოფილების დირექტორის თანაშემწე, ბობი უელსი აცხადებს, რომ ს წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას FBI მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს, თუმცა მას პოტენციურ შიდა ტერორისტულ თავდასხმადაც განიხილავს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
FBI-ის ინფორმაციით, პირი, რომელმაც პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს სროლა განახორციელა, მარტო მოქმედებდა და რომ ჯერ კიდევ აქტიურად იძიებენ მის ისტორიას – მათ შორის მუშაობენ მის ტელეფონზე წვდომისთვის.
”ვმუშაობთ ტელეფონზე წვდომისთვის. ტელეფონი ჩვენს ლაბორატორიაში გავგზავნეთ“, – განაცხადა FBI-ის სპეციალურმა აგენტმა, კევინ როჟეკმა.
მისი თქმით, მსროლელის ოჯახი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
როჟეკმა დაადასტურა, რომ სროლა AR სტილის შაშხანით განხორციელდა, რომელიც კანონიერად იყო შეძენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის