“FARA-ს არ აინტერესებს ფული, მაგრამ აგენტი შეიძლება ბიზნესიც იყოს” – რას ნიშნავს აგენტი ამერიკული კანონის მიხედვით (bm.ge)

ბიზნესიურისტმა თედ ჯონასმა “ანალიტიკას” ეთერში ქართული ოცნების “FARA-ს ანალოგ” “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტზე” ისაუბრა. მისი თქმით, აგენტი შეიძლება ბიზნესიც იყოს, მაგრამ “FARA-ს არ აინტერესებს ფული”.
“გასათვალისწინებელია, რომ FARA-ს არ აინტერესებს ფული და იგივე ხდება მის ქართულ თარგმანში. აი, მაგალითად, ავიღოთ ნებისმიერი კომპანია – მაგალითად, “ვისოლი” – თუ “ვისოლი” მიიღებს ინვესტიციას და ფულს უცხოელი ინვესტორისგან, სესხებს უცხოური ბანკებისგან – ის არ იქნება აგენტი. რატომ? იმიტომ, რომ ის არ მოქმედებს დამფინანსებლის ინტერესებიდან გამომდინარე.
თუ “ვისოლი” ერთ თეთრსაც არ მიიღებს, მაგრამ ვთქვათ, შეერთებული შტატებიდან მისი ბენზინის მომწოდებელი ეტყვის, “ვისოლ”, ჩვენ გვინდა ჩვენი წარმომადგენელი იყო საქართველოში და გვინდა, საქართველოს მთავრობასთან დაალობირო ბენზინის ქიმიური შემადგენლობის მოთხოვნები იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტიც იყიდებოდეს საქართველოს ბაზარზე – აი, ეს უკვე იქნება უცხოური აგენტობის ურთიერთობა. ასეთი ტიპის კომპანია უნდა დარეგისტრირდეს FARA-ს მოთხოვნით.
მე ვარ დარეგისტრირებული ამერიკაში FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად ქართული კომპანიის გამო – ანაკლიის განვითარების კონსორციუმის. მე საბჭოს წევრი ვარ და ამასთან, მე მაქვს სიტყვიერი შეთანხმება, რომ გარკვეული პერიოდულობით ჩავდივარ ვაშინგტონში, ვესაუბრები კონგრესმენებს, თეთრი სახლის წარმომადგენლებს და ადვოკატირებას ვუწევ ანაკლიას, მის ინტერესს.
მე არ შემიძლია ამ შეხვედრებზე მივიდე და ანაკლიაზე ცუდად ვილაპარაკო. ამით დავარღვევ სიტყვიერ კონტრაქტს “ეიდისი”–სთან. რომ შევაჯამოთ, უცხოელი ინვეტორისგან ინვესტიციის მოზიდვას არ აქვს კავშირი აგენტობასთან, ინვესტორის ინტერესის გატარებას აქვს,” – განაცხადა ბიზნესიურისტმა თედ ჯონასმა.
როგორც მან განმარტა, ეს სამართლებრივი სისტემა არ ერგება და არ არის მზად, რომ სამართლიანად აღასრულოს ასეთი კანონი. ამასთან, იგი განმარტავს, რას ნიშნავს აგენტი ამერიკული კანონის მიხედვით.
“მაგალითად, აგენტი ეს არის პირი, რომელსაც ურთიერთობა აქვს სხვა პირთან – მაგალითი რაც მოვიყვანე – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აფინანსებს ც-ი, ე.ი. ის აგენტია. არა, საერთოდ, არა. ამერიკული კანონის მიხედვით, ეს ასე არ არის. ამერიკული კანონის მიხედვით, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო რომ აგენტად ჩაითვალოს, ის NED-ის სახელით უნდა მოქმედებდეს.
მაგალითად: საერთაშორისო გამჭვირვალობა კონტრაქტს ხელს უნდა აწერდეს არა როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა, არამედ – როგორც NED-ი. აი, ეს ნიშნავს აგენტს. როგორც მინდობილობა შენ თუ გაქვს ჩემი მინდობილობა, შენ აღარ მოქმედებ, როგორც ელენე კვანჭილაშვილი, შენ მოქმედებ, როგორც თედ ჯონასი. ამას არ აკეთებს არც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, არც “საია”, არ “ისფედი” და არცერთი ეს ორგანიზაცია – ისინი იღებენ გრანტებს ზოგადი დანიშნულებით, თავიანთი მიზნებისთვის, თავიანთი მოთხოვნის საფუძველზე”, – განაცხადა თედ ჯონასმა.
მან ასევე განმარტა, ვრცელდება თუ არა FARA კომპანიების, ბიზნესების შემთხვევაში და თქვა, რომ “აგენტი შეიძლება ბიზნესიც იყოს” და გამოდის, რომ ეს კანონი უფრო ფართოა, ვიდრე “რუსული კანონი” იყო.
“ამ თვალსაზრისით ასეა. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია, რომ FARA-ს არ აინტერესებს ფული. იგივე ხდება მის ქართულ თარგმანში. აი, მაგალითად, ავიღოთ ნებისმიერი კომპანია – მაგალითად, “ვისოლი” – თუ “ვისოლი” მიიღებს ინვესტიციას და ფულს უცხოელი ინვესტორისგან, სესხებს უცხოური ბანკებისგან – ის არ იქნება აგენტი. რატომ? იმიტომ, რომ ის არ მოქმედებს დამფინანსებლის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ “ვისოლი” ერთ თეთრსაც არ მიიღებს, მაგრამ ვთქვათ, შეერთებული შტატებიდან მისი ბენზინის მომწოდებელი ეტყვის, “ვისოლ”, ჩვენ გვინდა ჩვენი წარმომადგენელი იყო საქართველოში და გვინდა, საქართველოს მთავრობასთან დაალობირო ბენზინის ქიმიური შემადგენლობის მოთხოვნები იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტიც იყიდებოდეს საქართველოს ბაზარზე – აი, ეს უკვე იქნება უცხოური აგენტობის ურთიერთობა. ასეთი ტიპის კომპანია უნდა დარეგისტრირდეს FARA-ს მოთხოვნით.
მე ვარ დარეგისტრირებული ამერიკაში FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად ქართული კომპანიის გამო – ანაკლიის განვითარების კონსორციუმის. მე საბჭოს წევრი ვარ და ამასთან, მე მაქვს სიტყვიერი შეთანხმება, რომ გარკვეული პერიოდულობით ჩავდივარ ვაშინგტონში, ვესაუბრები კონგრესმენებს, თეთრი სახლის წარმომადგენლებს და ადვოკატირებას ვუწევ ანაკლიას, მის ინტერესს. მე არ შემიძლია ამ შეხვედრებზე მივიდე და ანაკლიაზე ცუდად ვილაპარაკო. ამით დავარღვევ სიტყვიერ კონტრაქტს “ეიდისი”–სთან. რომ შევაჯამოთ, უცხოელი ინვეტორისგან ინვესტიციის მოზიდვას არ აქვს კავშირი აგენტობასთან, ინვესტორის ინტერესის გატარებას აქვს,” – განაცხადა ბიზნესიურისტმა თედ ჯონასმა.
შეგახსენებთ, 2024 წელს აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტის, ტედ ჯონასი სცემეს, სასამართლომ ის 2 000 ლარითაც დააჯარიმა. ის სამართალდამრღვევად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).
წყარო: bm.ge