FARA-ზე გამოაშკარავდა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობა, რომლებიც ჩვენი ხალხის ლანძღვითა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით არიან დაკავებულნი – დიდი ეჭვია, რომ „კამიტეს“ ბოდვაზე აგებული ამბავიც ამ ლობისტური კომპანიის შედეგია
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ეხმიანება ამერიკის იუსტიციის გვერდზე გასაჯაროებულ დოკუმენტს, რომელიც ასახავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ მიერ გაწეულ სამუშაოს. „ნელსონ მალინსთან“ დაკავშირებით, ასევე ცნობილია ისიც, რომ ის პირდაპირ კავშირშია ამერიკელ კონგრესმენ, ჯო უილსონთან.
გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ფარამ გამოააშკარავა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობა, რომელიც მუდმივად ქართველი ხალხის ლანძღვითა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებითაა დაკავებული. სოსიაშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ „კამიტეს“ ამბის უკანაც, სწორედ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანია იდგეს. „რადიკალებმა თავის დროზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაძარცვეს ქვეყანა, გაძარცვეს ჩვენი ხალხი და ახლა ამ ნანგრევებისგან საქართველოს აღდგენა ხდება და ხედავთ, რომ FARA-ზე დღესავით ნათელია, გამოაშკარავდა მათ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობა, რომლებიც რით იყვნენ დაკავებულნი? – ჩვენი ხალხის ლანძღვით, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით. ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და თავად განაცხადეს მათ. მათ შორის, ძალიან დიდი ეჭვებია იმისა, რომ ეს ე.წ კამიტეს ამბავზე, სისულელესა და ბოდვაზე აგებული ამბავიც აი ამ დაქირავებული, ლობისტური კომპანიის შედეგია და რომლის უკანაც დგანან „ნაცმოღალატეები“ და „ნაცრადიკალები“. რომელთათვისაც მთავარი არის ფული შოვნა, ძალაუფლების წყურვილი, ქვეყანა იარსებებს თუ არა და ქართველი კაცი იქნება თუ არა მათთვის ეს სულერთია.“- აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.



