„Facebook-მა მომხმარებლების პირადი შეტყობინებები Netflix-ს 100 მილიონ დოლარად მიჰყიდა“ – Tech Explorers

გასული წლის აპრილში კომპანია Meta-მ Facebook Watch-ზე Netflix-ის ორიგინალური ვიდეოების მხარდაჭერა შეწყვიტა – ამის შესახებ ინფორმაციას Tech Explorers ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება Meta-ს ხარჯების შემცირების ღონისძიების ნაწილი იყო, რომელიც ასევე თანამშრომლების გათავისუფლებასაც გულისხმობდა.
ანტიმონოპოლიური სარჩელიდან ცოტა ხნის წინ Meta-ს წინააღმდეგ გამჟღავნებული სასამართლო დოკუმენტებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ნაბიჯზე გავლენა Meta-ს Netflixt-თან, როგორც მის ერთ-ერთ მთავარ სარეკლამო მომხმარებელთან ურთიერთობამ მოახდინა.
აღნიშნულ დოკუმენტაციაში მოყვანილი ბრალდებებით ირკვევა, რომ , Facebook-მა ( ახლანდელი Meta) Netflix-ს სარეკლამო ხარჯების სანაცვლოდ Facebook-ის მომხმარებლების პირად შეტყობინებებზე წვდომა მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პრეტენზიებს მეტა უარყოფს, დოკუმენტები ორ კომპანიას შორის ძლიერ საქმიან კავშირს ცხადყოფს.
Meta-ს სტრიმინგ საწარმოები, მათ შორის Facebook Watch, ისეთი კონკურენტებისგან განსხვავებით, როგორიც არის როგორიცაა Netflix და Amazon Prime Video მნიშვნელოვანი პოპულარობის მოსაპოვებლად იბრძოდა.
ორიგინალურ კონტენტში ინვესტირების თავდაპირველი გეგმების მიუხედავად, Meta-მ VR გამოცდილებაზე ყურადღება გადაიტანა და გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს სტრიმინგის ბიუჯეტი 750 მილიონი დოლარით შეამცირა