Facebook-სა და Instagram-ის მომხმარებლები საკუთარ გვერდებზე ვეღარ შედიან. Meta-ს პროდუქტები 11 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით 22:07 საათზე, გლობალურად გაითიშა.
გათიშვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში Meta ამას “ტექნიკურ პრობლემას” უწოდებს და აცხადებს, რომ მუშაობენ მის აღმოსაფხვრელად.
“ჩვენ ვიცით, რომ ტექნიკური პრობლემის გამო ზოგიერთ მომხმარებლს ჩვენს აპლიკაციებზე წვდომა შეეზღუდათ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ყველაფერი გამოსწორდეს რაც შეიძლება სწრაფად. ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის”.
პლატფორმების სტატუსის შემოწმება მომხმარებლებს Metastatus-სა და Downdetector-ზე შეუძლიათ. Downdetector-ის მონაცემებით, 22:10 საათისთვის 107 ათასზე მეტი რეპორტი შევიდა Meta-ს მომხმარებლებისგან.
