Facebook დღეს 20 წლის გახდა

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, Facebook 20 წლის გახდა. ის მარკ ცუკერბერგმა თავის კოლეჯის მეგობრებთან და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან – ედუარდო სავერინთან, დასტინ მოსკოვიცთან და კრის ჰაგისთან ერთად, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლისას დააარსა. პლატფორმა ქსელში 2004 წლის 4 თებერვალს ჩაეშვა.
2022 წლის 31 მარტის მონაცემებით, Facebook-ს თვიურად 2.94 მლრდ აქტიური იუზერი ჰყავს. 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, Facebook მე-3 ყველაზე პოპულარული ვებსაიტია მსოფლიოში, მისი ტრაფიკის 22,56% შეერთებულ შტატებზე მოდის.
წლების განმავლობაში Facebook-ს უკავშირდება ბევრი ინოვაცია, სკანდალი და სასამართლო, თუმცა მისი პოპულარობა მზარდია. Facebook-მა 2020 წლის Fortune 500-ის სიაში 34-ე ადგილი დაიკავა შეერთებული შტატების უმსხვილესი კორპორაციების შემოსავლების სიაში, თითქმის 86 მილიარდი დოლარის შემოსავლით.
2024 წლის უმსხვილესი კომპანიების სიაში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, Meta მე-7 ადგილზეა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრლნ-ია, შემოსავალი $126.96 მლრდ-ია.
Facebook-ს კომპანია Meta Platforms ფლობს. Facebook-ზე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატოს მეგობრები და გაგზავნოს გზავნილები, შექმნას და განაახლოს პერსონალური პროფილები. გარდა ამისა, შეუერთდეს ქსელს ქალაქის, სამუშაო ადგილის, სკოლისა ან რეგიონის მონაცემების მიხედვით.