Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს

Facebook-ი და Instagram-ი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს.
DownDetector-ის თანახმად, სოციალური ქსელების მომხმარებლებს პრობლემები აქვთ Facebook Messenger-თან დაკავშირებითაც.
ბოლო მონაცემებით, “ფეისბუქზე“ 300 000-ზე მეტი ანგარიშის გათიშვის შესახებ შეტყობინება დაფიქსირდა, ხოლო “ინსტაგრამის“ გათიშივის შესახებ 47 000-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა.
“მეტას” სერვისებზე პრობლემას გამოეხმაურნენ კომპანიაში.
“ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს პრობლემა აქვთ ჩვენს სერვისებზე წვდომზე. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ”, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე “მეტას” წარმომადგენელმა, ენდი სტოუნმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა