მსოფლიოში ცნობილი საიუველირო ბრენდი Fabergé, რომელიც განთქმულია თავისი იმპერიული რუსული აღდგომის კვერცხებით, ამერიკულ საინვესტიციო კომპანიას SMG Capital-ს $50 მილიონად მიჰყიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას theguardian ავრცელებს.
Fabergé-ს წილის გაყიდვა, კომპანიის წილის მფლობელ Gemfields-ს მოზამბიკის საბადოში შექმნილმა პრობლემებმა უბიძგა. აღსანიშნავია, რომ Gemfields-მა ბრენდი 2013 წელს, კერძო საინვესტიციო კომპანია Pallinghurst-ისგან 142 მილიონ დოლარად შეიძინა.
Gemfields-ის განცხადებით, გაყიდვის შემოსავალი გამოყენებული იქნება საბადოების მხარდაჭერისთვის აფრიკაში. ხოლო, SMG Capital-ის მფლობელი, ტექნოლოგიური ინვესტორი სერგეი მოსუნოვი აცხადებს, რომ Fabergé-ს უნიკალური ისტორია ხელს შეუწყობს ბრენდის პოზიციის გაძლიერებას მსოფლიო ლუქს ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ SMG Capital არის საინვესტიციო კომპანია, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სფეროებზე და მასში ინვესტირებაზე. კომპანიის მფლობელი და წამყვანი ინვესტორი სერგეი მოსუნოვია, რუსეთის მოქალაქე, რომელიც დიდი ხანია ბრიტანეთში მოღვაწეობს. SMG Capital ამჟამად აქტიურად ეძებს შესაძლებლობებს ლუქს ბრენდების და ტექნოლოგიური კომპანიების ინვესტირებისთვის, რაც განაპირობებს Fabergé-ს შეძენას
