F-16 ტიპის ავია მოიერიშეების სამართავად წვრთნა წარმატებით 6-მა უკრაინელმა პილოტმა გაიარა

F-16 ტიპის ავია მოიერიშეების სამართავად წვრთნა წარმატებით ამ დროისთვის მხოლოდ 6-მა უკრაინელმა პილოტმა გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრამი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საწვრთნელ პროცესში ნატო-ს წევრი რამდენიმე ევროპული ქვეყანა იყო ჩართული.
ამასთან, Washington Post-ის განმარტებით, გარდა იმისა, რომ F-16 ტიპის ავია მოიერიშეების სამართავად ძალიან ცოტა პილოტია გაწვრთნილი, არც ავია მოიერიშეების მყისიერი გამოყენება იქნება შესაძლებელი, რადგან რუსულმა ძალებმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა საკმაოდ გააძლიერეს.
ცნობისთვის, ავია მოიერიშეებს აგვისტოში მიიღებს და მათი რაოდენობა არ იქნება ისეთი, როგორც ამას უკრაინა ელოდა. ისინი აგვისტოში ჯამში 20 F-16-ს მიიღებენ.