გერმანული გამოცემის, Bild-ის ცნობით, 7 ივნისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების F-16-მა გამანადგურებელმა ისტორიაში პირველად მოუგო საჰაერო ბრძოლა რუსულ Су-35-ს.
გამოცემის ცნობით, რუსული და ამერიკული ავიაგამანადგურებლები ერთმანეთს უკრაინა–რუსეთის საზღვართან, ჩრდილო-აღმოსავლეთში დაუპირისპირდნენ: უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ გამანადგურებლები გაგზავნა კურსკის ოლქში მდებარე რუსული პოზიციების დასაბომბად. რუსეთის საჰაერო ძალებმა კი მასთან შესახვედრად თავისი მრავალფუნქციური Су-35 გამანადგურებელი გაუშვა.
„რუსმა პილოტმა არ იცოდა, რომ ჩასაფრებაში მოჰყვებოდა: ამერიკულ F-16-თან ერთად აფრინდა შვედური Saab 340 AEW&C თვითმფრინავი, რომელმაც Су-35 დააფიქსირა საზღვრიდან 200-300 კმ-ში და შესაბამისი კოორდინატები გადასცა F-16-ის უკრაინულ ეკიპაჟს“, – იტყობინებიან გერმანელი ჟურნალისტები.
შედეგად, Су-35 ჩამოაგდეს AIM-120 რაკეტით რუსეთის ტერიტორიაზევე, საზღვრიდან 16 კილომეტრში, კურსკის ოლქის ქალაქ კორენევოს მახლობლად.
პილოტმა მოასწრო კატაპულტირება.
ამავე დღეს, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ კურსკის მიმართულებაზე მათ ჩამოაგდეს რუსული Су-35 გამანადგურებელი, თუმცა მეტი დეტალი არ გამოქვეყნებულა.
„ეს არის ისტორიაში F-16-სა და Су-35-ს შორის პირველი ასეთი პრაქტიკული საჰაერო დუელი. უნდა ითქვას, რომ F-16 და ამ თვითმფრინავის მოდიფიკაციები, რომლებიც უკრაინას აქვს, სულაც არ არის ახალი. ხოლო Су-35 რუსული სამხედრო ავიაციის ახალი პროდუქტია და ზოგადად, თავისი პოზიციებითა და პოტენციალით გაცილებით ძლიერ გამანადგურებლად ითვლებოდა, ვიდრე F-16. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა,როგორც ხედავთ, კონფლიქტი მის სასარგებლოდ არ დასრულებულა“, – განაცხადა დამოუკიდებელმა რუსმა სამხედრო და პოლიტიკურმა ექსპერტმა იური ფიოდოროვმა.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, აქ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის საჰაერო ძალების მიერ საჰაერო ბრძოლის კომპეტენტურმა ორგანიზებამ, კერძოდ, F-16-ისა და Saab-ის ტანდემის მუშაობამ.
F-16 Fighting Falcon — არის ამერიკული მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც შექმნა General Dynamics-მა (ახლა Lockheed Martin) აშშ-ს საჰაერო ძალებისთვის. ეს არის ერთადგილიანი ან ორადგილიანი მსუბუქი გამანადგურებელი, რომელიც განკუთვნილია როგორც საჰაერო ბრძოლისთვის, ასევე ხმელეთზე მდებარე სამიზნეებზე იერიშისთვის.
ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები (F-16C/D Block 50/52 ვერსიის მაგალითზე):
გაფრენის მახასიათებლები:
სიგრძე – 15.06 მ
ფრთების გაშლა – 9.96 მ
სიმაღლე – 4.88 მ
მაქსიმალური აფრენის წონა – 19,200 კგ
ძრავი: ერთი Pratt & Whitney F100-PW-229 ან General Electric F110-GE-129
მაქსიმალური სიჩქარე – 2.0 მახი (დაახლოებით 2,400 კმ/სთ)
ფრენის მაქსიმალური სიმაღლე – 15,200 მ
ფრენის დიაპაზონი (მაქს. საწვავით): დაახლოებით 4,220 კმ
შეიარაღება:
ერთი 20 მმ-იანი M61A1 ტყვამფრქვევი (6 ლულიანი)
ჰაერი-ჰაერი რაკეტები: AIM-9 Sidewinder, AIM-120 AMRAAM
ჰაერი-მიწა რაკეტები : AGM-65 Maverick, JDAM, Paveway, AGM-88 HARM და სხვა
შეუძლია ატაროს ბირთვული ბომბებიც (თუ მოდიფიცირებულია ამისთვის)
მოწინავე რადარი (AN/APG-68 ან AESA ტიპის AN/APG-83)
ფრენის კონტროლის fly-by-wire სისტემა
თანამედროვე ავიონიკა და HUD (head-up display)
მრავალფუნქციური ეკრანები (MFD)
Су-35 („სუხოი 35“) — არის რუსული მრავალფუნქციური მეოთხე+ თაობის გამანადგურებელი, რომელიც წარმოადგენს Су-27-ის ღრმა მოდერნიზაციას. ის განკუთვნილია როგორც საჰაერო უპირატესობის მოპოვებისთვის, ასევე სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების გასანადგურებლად. Су-35 ითვლება რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და ძლიერ გამანადგურებლად, რომელიც იყენებს მეხუთე თაობის ზოგიერთ ტექნოლოგიას.
ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები (Су-35С):
სიგრძე – 21.9 მ
ფრთების გაშლა – 15.3 მ
სიმაღლე – 5.9 მ
ცარიელი წონა – 18,400 კგ
აფრენის მაქსიმალური წონა: 34,500 კგ
მაქსიმალური სიჩქარე: 2,400 კმ/სთ (2.25 მახი)
ფრენის მაქსიმალური სიმაღლე: 20,000 მ
ფრენის მაქს. დიაპაზონი: 3,600 კმ; 4,500+ კმ (დამატებითი ავზით)
შეიარაღება:
ერთი შიდა 30 მმ-იანი ტყვიამფრქვევი ГШ-30-1 (150 ჭურვი)
ჰაერი-ჰაერი რაკეტები: R-77, R-73, R-27
ჰაერი-მიწა: Kh-29, Kh-31, Kh-58, Kh-59, ბომბები FAB, KAB (მართვადი/უმართავი)
აქვს ბირთვული იარაღის ტარების უნარი
