ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა, Exxon Mobil-მა ბოლო სამ თვეში $8.1 მილიარდის შემოსავალი მიიღო.
კომპანიის მესამე კვარტალის შედეგები აჩვენებს, რომ ერთ აქციაზე გასაცემი დივიდენდის მოცულობა $1.88 დოლარია. ჯამურად, Exxon Mobil-მა აქციონერებზე $4.2 მილიარდის დივიდენდები გასცა.
Exxon-მა წარმოების ზრდის 2025 წლის პროგნოზი უცვლელად დატოვა. პარალელურად კი ინვესტორებისგან მიიღო თანხმობა, რომ გარკვეული სახის რესტრუქტურიზაციისთვის $510 მილიონს დახარჯავს.
ცნობისთვის, წლიურ ჭრილში ბრენტის ფასი 13%-ით დაეცა.
გასული სამი თვის განმავლობაში კომპანია ყოველდღიურად, საშუალოდ, 4.8 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა.




