Extra-ს და საქართველოს ბანკის ინიციატივას Petit Bazar-იც უერთდება – რას სთავაზობს მომხმარებელს ბავშვთა კონცეპტუალური მაღაზია?

ბავშვთა კონცეპტუალური მაღაზია Petit Bazar 5 000-მდე დასახელების საბავშვო პროდუქციას აერთიანებს. კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის ქართული, ეკომეგობრული ნაწარმის გაცნობა და ამ გზით ქალთა გაძლიერებაა. როგორც “პეტიტ ბაზრის” თანადამფუძნებელი, ქეთევან მესხი აღნიშნავს, მაღაზიის უნიკალურობა იმ პროდუქციაშია, რომელსაც ის ქართულ ბაზარს ექსკლუზიურად სთავაზობს.
“პეტიტ ბაზარი, რომელიც 2022 წლის 1 ივნისს გაიხსნა, არის ინოვაციური კონცეფციის ადგილი ბავშვებისა და მშობლებისთვის. დღეს მაღაზიაში იყიდება 100-მდე ადგილობრივი მეწარმის ნარჩევი საბავშვო პროდუქცია. მიმდინარე წლის ნოემბრიდან კი Petit Bazar მომხმარებელს ძალიან ცნობილი და მოთხოვნადი ფრანგული ბრენდის, Djeco-ს კოლექციასაც სთავაზობს. “პეტიტ ბაზარი” ასევე პირველი მაღაზია იყო საქართველოში, რომელიც ნარჩენების შეგროვების პუნქტად დარეგისტრირდა.