ExpoGeorgia-ს დირექტორი, რესან ქიქავა: …და მართლა მედგრად დგომა რა არის, ამას რუსთაველის ხალხი გაჩვენებთ

ExpoGeorgia-ს დირექტორი, რესან ქიქავა „ქართულ ოცნებას” მიმართავს:
„ხელისუფლებასთან” მაქვს ასეთი შეთავაზება.
მოდით, სანამ „ტრამპი ებრძვის დიფ სთეითს”, შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა და თქვენი ხარჯების ანაზღაურება.
არაღიარებული, სანქცირებული და კონსტიტუციიდან გასული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ხელისუფლებობანას თამაშობთ, ორდენებით, ინაუგურაციებით და უაზრო კომენტარებით, მოქალაქეებისთვის ნერვების მოშლის და დაპირისპირების გარდა, სხვა ფუნქცია როგორც ჩანს აღარ გაგაჩნიათ.
ეკონომიკა კრიზისში შედის, განვითარების პროექტები შეჩერებულია და ხალხი რამდენიმე თვეში შიმშილს დაიწყებს! ამ ვითარებაში, იმის ნაცვლად, რომ კრიზისის დაძლევის გზებს გვთავაზობდეთ, ჯერ 20 იანვრამდე გვაცალეთო, მერე ამას „ცოტა მეტი დრო დასჭირდებაო” და ახლა „თუო”.
გაინულეთ შემოსავალი, დააყენეთ მანქანები და მოიხსენით ყველა ის პრივილეგია, რაც ისედაც გაჭირვებული მოქალაქეების ჯიბიდან, 40%-იანი ხარკით გაქვთ მიღებული.
“მედგრად ვიდგებითო” როცა ამბობთ, თქვენივე მასწავლებლების ყვლეფის ხარჯზე „იდგებით მედგრად”, რომ იცოდეთ.
და მართლა მედგრად დგომა რა არის, ამას რუსთაველის ხალხი გაჩვენებთ.”

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ